საპარტნიორო ფონდმა „ჯინო ინვესტთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

08 ოქტ 2015 0 1843

   

საპარტნიორო ფონდმა „ჯინო ინვესტთან" ორ პროექტში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. პირველი პროექტი "ჯინო გრინ სითი" შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო ქალაქის მშენებლობას, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასტუმრო, დასასვენებელი კომპლექსი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ცენტრი და სხვადასხვა რეკრეაციული ზონები განთავსდება. მეორე პროექტი ითვალისწინებს კომპანია "ჯინო ვესტთან" ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სპა - სასტუმროების მშენებლობას. მათი მშენებლობა დაგეგმილია ბაკურიანში, მცხეთაში, კახეთსა და სხვა რეგიონებში. „ჯინო ინვესტის" ჯგუფი საპარტნიორო ფონდთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს: ფონდმა ბიზნეს ჯგუფთან ერთად 2013 წელს ახალციხეში, ისტორიული რაბათის ტერიტორიაზე სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათის" მშენებლობა დაასრულა და სასტუმრო დღეს წარმატებით ოპერირებას.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები