საპარტნიორო ფონდი აზიის წყლის საბჭოში გაწევრიანდა
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა 29/30 ოქტომბერს ნენსკრა ჰესის პროექტის ინვესტორი კომპანია K Water-ის მიწვევით კორეის დედაქალაქ სეულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო აზიის წყლის საბჭოს სხდომაში, რომელსაც აზიის და ევროპის ქვეყნების სამთავრობო და კომერციული სტრუქტურების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. K Water-ის რეკომენდაციით საპარტნიორო ფონდი აზიის წყლის საბჭოს წევრი გახდა, რაც ფონდს შესაძლებლობებს აძლევს მოიზიდოს დამატებითი ფინანსები წყლის რესურსების მართვის, ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასმელი წყლის და საირიგაციო სისტემების და ჰიდროსადგურების განვითარებისთვის. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ შეხვედრები გამართა ასევე K Water-ს პრეზიდენტთან, კორეის ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კორეის განვითარების ბანკში. მათი მხრიდან გამოითქვა ინტერესი საქართველოში საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისა და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
0