საპარტნიორო ფონდის პროექტების პრეზენტაცია ბიზნესმენებთან

27 სექტ 2015 0 1835

   

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის" პროექტების პრეზენტაცია გამართა. ბიზნესმენებმა მოისმინეს ინფორმაცია საპარტნიორო ფონდში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" წარმომადგენლებს საპარტნიორო ფონდის ახალ საფინანსო ინსტიტუტად ფორმირების გეგმა გააცნო. დავით საგანელიძის განცხადებით, შესაბამის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ამ პროცესში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია. "ის რეფორმა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უნდა იყოს საინტერესო ბიზნესისთვის და პირველ რიგში ბიზნესისგან უნდა იყოს მხარდაჭერილი. რეფორმის მიზანია იმ დარგების განვითარების ხელშეწყობა, სადაც კერძო სექტორი ნაკლებად აქტიურობს და ამ დროს ეს ქვეყნისთვის არის მეტად მნიშვნელოვანი" აღნიშნა საგანელიძემ. ბიზნესმენებმა მოსაზრებები გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს ახალი საფინანსო ინსტიტუტის ფუნქციებსა და სტრატეგიასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეფექტური თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები