IMF საპარტნიორო ფონდში
საქართელოში საერთაშორისო სავალუტო მისიის მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფონდის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა აზიმ სადიკოვს ფონდის ახალ საფინანსო ინსტიტუტად გარდაქმნაზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ რეფორმის მიზანია ხელი შეუწყოს იმ დარგების განვითარებას, სადაც კერძო სექტორის ინტერესი არ ვრცელდება. დავით საგანელიძის განცხადებით, ფონდის არსებული მანდატი საკმარისი არ არის საქმიანობის გაფართოებისთვის და შესაბამისად მისი რეფორმირება აუცილებელია. მხარეებმა ამ საკითხთან დაკავშირებით წინადადებები გაცვალეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა მოსაზრებები გამოთქვა ფონდის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
0