Credit Suisse გენერალური დირექტორი საპარტნიორო ფონდში

22 სექტ 2015 0 2663

   

საპარტნიორო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართა შვეიცარული „კრედიტ სვისის”(Credit Suisse)გენერალურმა დირექტორმა სურჯან სინგმა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სტუმარს ფონდის ფინანსურ ინსტიტუტად ფორმირების გეგმა გააცნო. „კრედიტ სვისის” გენერალურმა დირექტორმა ინტერესი გამოხატა ახალ საფინანსო ინსტიტუტთან დაკავშირებით და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. სურჯან სინგმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს საქართველოსთან ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები და ურთიერთობები გაგრძელდეს ინტენსიურ რეჟიმში. „კრედიტ სვის” (Credit Suisse)არის შვეიცარიაში ბაზირებული მულტინაციონალური ფინანსური მომსახურების ჰოლდინგის წევრი ბანკი, რომელიც საბანკო მომსახურების და სხვა ფინანსური სახის ოპერაციებს ახორციელებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები