„საპარტნიორო ფონდს“ იტალიური კომპანია Simest-ის პრეზიდენტი ეწვია
05 ოქტ 2017
0
2105
„საპარტნიოროფონდის"აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში იტალიურიკომპანია Simest-ისაღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტი სალვადორერებეკინი მიიღო, რომელიც საქართველოში ქართულ-იტალიური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
„საპარტნიორო ფონდში" გამართულ შეხვედრაზე სალვადორე რებეკინიმ Simest-ი ჯგუფის შესახებ ფონდის მენეჯმენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კომპანია მსოფლიო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და პირდაპირი ინვესტიციებისა და ექსპორტის საკრედიტო მხარდაჭერით ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას.SIMEST არის ევროპული განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ასოციაციის (EDFI ) წევრი და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან.
Simest-ის აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტმა და „საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტმა შეხვედრაზე ფონდში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით გაამახვილეს ყურადღება. განიხილეს იტალიური კომპანია Simest-ის ჩართულობის საკითხები და ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპეტივებზე. საუბარი შეეხო როგორც სოფლის მეურნების, ასვე, ჯანდაცვის სფეროში განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს.
SIMEST-ი აკონტროლებს SACE-ს აქციებს, რომელთანაც „საპარტნიორო ფონდი" აქტიურად თანამშრომლობს. ექსპორტისხელშეწყობისცნობილიტალიურსააგენტო SACE-სთან ერთად „საპარტნიოროფონდი"იმპროდუქტებისადაპროცედურებისშექმნაზემუშაობს, რომელიცხელსშეუწყობსსაქართველოშიექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ჩამოყალიბებას. სააგენტო ექსპორტიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს, მოიპოვონ ფინანსირება ექსპორტის შესაძლებლობებისა და საექსპორტო ბაზრის გასაფართოებლად.
SACE არის ფინანსური მომსახურების ლიდერი სააგენტო, რომელიც საერთაშორისო ბაზარს ფართო პროდუქტების სპექტრს სთავაზობს, როგორიცაა, დოკუმენტური დაკრედიტება, პოლიტიკური და საკრედიტო რისკების დაზღვევა, ფინანსური გარანტიები და ფაქტორინგული ოპერაციები. ჯგუფის ოპერაციების მოცულობა 70 მლრდ. დოლარს შეადგენს, რომელიც მსოფლიოს 189 ქვეყანას მოიცავს. SACE იტალიაში ხელს უწყობს საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
0