„საპარტნიორო ფონდს“ არაბული კომპანია Al-Bawani Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ფახერ ალ შავაფი ესტუმრა
Al-Bawani Group-ი საუდის არაბეთის სამეფოს პირველი კლასის სამშენებლო კომპანიაა, რომელიც საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში საქმიანობს.
Al-Bawani Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ფახერ ალ შავაფის საქართველოში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავა და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელი გიორგი კუნჭულია დაესწრნენ.„საპარნიორო ფონდში" გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა კომპანია Al-Bawani Group-ის აღმასრულებელ დირექტორს ფონდის სტრატეგია, პრიორიტეტები, დასრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო; აგრეთვე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს შესახებ. შეხვედრაზე Al-Bawani Group-ის ხელმძღვანელმა ფახერ ალ შავაფმა არაბული კომპანიის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა და საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების სურვილი გამოთქვა. მხარეებმა ფონდის მიმდინარე პროექტებში Al-Bawani Group-თან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო ამოცანები დასახეს.Al-Bawani Group -ი საქართველოში „საპარტნიორო ფონდს" სანდო პარტნიორად განიხილავს. ფახერ ალ შავაფი-ი მზადყოფნას გამოთქვამს, ფონდთან ერთად მისთვის მოკლევადიან და გრძელვადიან საინტერესო პროექტებში ჩაერთოს და პირველ ეტაპზე 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.Al-Bawani Group -ის შესახებ:Al-Bawani Group-ი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10-ზე მეტ კომპანაის აერთიანებს და საუდის არაბეთის სამეფოში მოღვაწეობის 30 წელზე მეტი ისტორია აქვს. ოპერირებს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში. ჯგუფის საქმიანობის წამყვანი სფეროებია უძრავი ქონება, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა. Al-Bawani Group-ი მონაწილეობს სხვადასხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის, აშენებს სავაჭრო-სამრეწველო და საცხოვრებელ ობიექტებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, კომპანია Al-Bawani Group-ის ბრუნვამ 1.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. კომპანია ამ დროისთვის 17 პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 1.5 მილიარდ აშშ დოლარია.
0