საპარტნიორო ფონდის პროექტმა Global GAP სერტიფიკატი მიიღო
სოფლისმეურნეობის სექტორში სს „საპარტნიორო ფონდის" პროექტმა „ვანრიკ აგრომ" „გლობალ გეპის"(Global GAP) სერტიფიკატიმიიღო, რაც მის მიერ წარმოებული პროდუქციისხარისხისა და ტექნოლოგიების ევროსტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს. Global GAP-ის სერტიფიკატი კომპანიას პროდუქციის ევროპის ბაზარზე გაყიდვის საშუალებასაძლევს. „ვანრიკ აგრო" ლურჯ მოცვის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას სუპერმარკეტების ქსელ „ვოლმარტთან" (Walmart) აწარმოებს. პროდუქციის გატანა იგეგმება დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და რუსეთის ბაზრებზე. კომპანია წარმოებული პროდუქციის 90%-ს საექსპორტოდ ამზადებს. Global GAP წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიცაყალიბებს ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე იმ მწარმოებლებისთვის, რომლებსაც სურთ პროდუქციის გატანაევროპის ბაზარზე. ლურჯი მოცვის მოყვანა-გადამუშავების პროექტი სს „საპარტნიორო ფონდმა" ადგილობრივკომპანია სს „ვანრიკ აგროსთან" ერთადოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურშიდაიწყო. ლურჯი მოცვის პლანტაციის განაშენიანება დამატებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე ფონდის ინვესტიციით მიმდინარეობს. უკვე მუშაობს თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიით აღჭურვილი გადამამუშავებელი საწარმო, სადაც ლურჯი მოცვის ნაყოფისკალიბრაცია, შეფუთვა და სარეალიზაციოდ მომზადება ხდება. პროექტში 400 ადგილობრივი დასაქმდა, საიდანაც 100 სრულ განაკვეთზე მომუშავეთანამშრომელი და 300-მდე სეზონური მუშახელია. პროექტის ჯამური ღირებულება 6,7 მლნ. აშშ დოლარია.
0