Hyatt Regency-ის პროექტი იწყება
საპარტნიორო ფონდი Merrydow Development Holdings LTD ერთად Hyatt Regency -ისმშენებლობას იწყებს. მსოფლიო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რუსთაველისგამზირზე, ყოფილი იუსტიციის სამინისტროს შენობაში განთავსდება. პროექტის თანახმად, მოხდება შენობის სრული რეაბილიტაცია, გამაგრდება და შენარჩუნდება ისტორიული ფასადი. 170 ნომრიან სასტუმროში საკონფერენციო დარბაზები, ოთხი რესტორანი, საცურაო აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრები მოეწყობა. "საქართველოში სასტუმროების მსოფლიობრენდის შემოყვანა საპარტნიორო ფონდისთვის პირველი არ არის. ფონდმა ტურიზმისსფეროში რამდენიმე პროექტი უკვე განახორციელა. ესენია: 5-ვარსკვლავიანი რიქსოსბორჯომის სასტუმრო კომპლექსი, და საშუალო ზომის სასტუმროები კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში „როიალ ბატონი" და „ჯინო ველნესი"; განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, Hyatt Regency -ის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტში საპარტნიორო ფონდის პარტნიორია Merrydow Development Holdings LTD. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ. აშშ დოლარია. სასტუმროს მშენებლობა 2018 წლის დასაწყისში დასრულდება. Merrydow Development Holdings LTD არის შპს „რუსთაველი ფროფერთის" დამფუძნებელი, რომელიც სასტუმროს განვითარებას ახორციელებს. Hyatt Regency -ისქსელი 150-ზე მეტ სასტუმროს მოიცავს. მათ შორის, 29 სასტუმრო ევროპის, აფრიკის, ახლოაღმოსავლეთის და სამხრეთ დასავლეთ აზიის ისეთ ქალაქებშიაგანთავსებული, როგორიცაა ბერლინი, დელი, დუბაი, ლონდონი დაპარიზი.
0