EBRD-ის რეგიონალური დირექტორი საპარტნიორო ფონდში

29 მაი 2015 0 1856

   

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულების რეგიონული დირექტორი აიდა სიდიკოვა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს შეხვდა. მხარეებმა ნენსკრა ჰესის პროექტის განხორციელების დეტალები განიხილეს. ფონდის წარმომადგენლებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა პროექტი და რა პროცესები მიმდინარეობს ამჟამად. ფონდის მენეჯმენტის განცხადებით, სამშენებლო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ წინასამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოები დაიწყება, მანამდე კი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. ცნობილია, რომ EBRD ნენსკრა ჰესის განხორციელების პროცესში ჩაერთო და ბანკი მზადაა ჰესის მშენებლობის დაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა. ნენსკრა ჰესის პროექტზე საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K Water-თან ერთად მუშაობს. ჰიდროელექტროსადგურისვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე უნდა აშენდეს. 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ. დოლარია. სადგურის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. ივლისის თვიდან იგეგმება მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოების დაწყება, ხოლო სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები