K Water-ის დელეგაცია საპარტნიორო ფონდში

15 მაი 2015 0 1751

   
საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი კორეული კომპანია K Water-ის წარმომადგენლობა, რომელსაც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ლიი ჰაკ-სუუ ხელმძღვანელობს, საპარტნიორო ფონდს ესტუმრა. საპარტნიორო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, K Water-ი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას აპირებს. დელეგაციის წევრები სვანეთშიც იმყოფებოდნენ, სადაც ჰესისთვის შერჩეული ტერიტორია დაათვალიერეს. საპარტნიორო ფონდი გეგმავს, რომ მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოები ივლისის ბოლოდან დაიწყოს, მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული მშენებელი კომპანია გამოვლინდება.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის თანახმად, ამ მასშტაბის კომპანიის მხრიდან საქართველოთი დაინტერესება წამახალისებელი ფაქტორი უნდა გახდეს უცხოელი ინვესტორებისთვის.
280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ. დოლარია. პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.
:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები