SACE-სთან ერთად ექსპორტის სააგენტოს სტრუქტურაზე მუშაობა დაიწყო
საპარტნიორო ფონდმა ექსპორტის ხელშეწყობის ცნობილ იტალიურ სააგენტო „საჩესთან" (SACE) ხელშეკრულება გააფორმა და მომდევნო სამი თვის განმავლობაში მასთან ერთად ექსპორტის სააგენტოს სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და იმ პროდუქტებისა დაპროცედურების შექმნაზე იმუშავებს, რომელიც ხელს შეუწყობს ექსპორტიორებისფინანსირებას. ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფედერიკა ფაბი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების დახმარების მიზნით სამინისტრო და ფონდი მჭიდროდ იმუშავებენ. „საპარტნიორო ფონდს გააჩნია სწორედ ის პოტენციალი, რომლითაც შესაძლებელია ასეთი ტიპის სტრუქტურის სააგენტოს ჩამოყალიბება. ფონდის გამოცდილება და რესურსების მოზიდვის დიდი შესაძლებლობები ამის გარანტიას იძლევა," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. „ამმიმართულებით გამოცდილება ინსტიტუციონალური სახით საქართველოში არ არსებობს, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე ფონდმა ცნობილისაერთაშორისო ჯგუფი დაიქირავა, რომელიც თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა სააგენტოს სტრუქტურაზე," განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ. ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს ექსპორტიორს სხვადასხვა ფინანსური მექანიზმების გამოყენებით, მათ შორის განიხილება ექსპორტის საკრედიტო დაზღვევა, ფინანსური გარანტიების გაცემა ექსპორტიორ კომპანიებზე, საკრედიტო დავალიანების მართვა და სხვა მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდები. კომპანია „საჩე" რეკომენდაციას გაუწევს საპარტნიორო ფონდს, თუ რომელი მექანიზმი და რა ფორმით უფრო შეესაბამება საქართველოს რეალობას. შედეგად ექსპორტიორის ინტერესები საერთაშორისო ბაზრებზე უფრო დაცული იქნება, გაიზრდება მათი კონკურენტუნარიანობა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. სააგენტო ექსპორტიორკომპანიებს საშუალებას მისცემს, მოიპოვონ ფინანსირება ადგილობრივი ოპერაციებისთვისაც საექსპორტო ბაზრის გასაფართოებლად და განავითარონ ექსპორტის შესაძლებლობები. საჩე საპარტნიორო ფონდს გაუწევს საკონსულტაციო მომსახურებას და შესთავაზებსტექნიკურ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია პროდუქტებზე, პროცესების მართვის და რისკის შეფასებაზე. პროექტის მიზანია ახლად ჩამოყალიბებულ სააგენტოს გადასცეს ეფექტური ინსტრუმენტები და ინოვაციები, რათა იგი ფუნქციონირებადი გახდეს. საპარტნიორო ფონდი ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტოს ფორმირებაზე მეწარმეობისგანვითარების სააგენტოსთან ერთად მუშაობს. ექსპორტის ხელშემწყობისააგენტო საპარტნიორო ფონდის ბაზაზე ჩამოყალიბდება.
0