Vichy საპარტნიორო ფონდის პროექტში ჩაერთო
საპარტნიორო ფონდსა და ფრანგულ კომპანია Compagnie de Vichy-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ცნობილი ფრანგული კომპანია წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების პროექტის განხორციელებაში ჩაერთო. მემორანდუმის თანახმად, Compagnie de Vichy-ი მზადყოფნას გამოთქვამს საპარტნიორო ფონდთან ერთად განახორციელოს წყალტუბოს სამკურნალო წყლის ჰიდროლოგიურიკვლევა, შეიმუშაოს სანიტარული ზონის დაგეგმარებითი და სარეაბილიტაციო სტრატეგია დაფინანსური მოდელი. მომავალში კი კომპანია ასევე მზად არის საინჟინრო ზედამხედველობა გაუწიოს სანიტარული ზონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და დაეხმაროს კურორტს მარკეტინგული თვალსაზრისით პოპულარიზაციის გაზრდაში. ამასთან, მომავალში კომპანია მზად არის მისი ლოგოს გამოყენების უფლება მიანიჭოს ბალნეოლოგიური კურორტის ოპერატორ კომპანიებს. საპარტნიორო ფონდმაწყალტუბოსკურორტის აღორძინების მიზნით საერთაშორისოსაკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-თან ერთად, კურორტის შესაძლებლობები გამოიკვლია და მისი განვითარების კონცეფცია მოამზადა. კონცეფციის თანახმად,წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაცია მოიცავს თერმული აბანოების აღდგენას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასტუმროების რეაბილიტაციას,თანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო აპარატურითაღჭურვილისასტუმროებისაშენებას, სამედიცინო და სპა ტურიზმისგანვითარებას, საბავშვო გასართობი ცენტრების და წყლისატრაქციონების აშენებას, რესტორნებისგანვითარებას, გოლფის სათამაშო მოედნის მოწყობას, სავაჭრო ცენტრების გახსნას და ტროპიკული ბაღებისგაშენებას. 1862წელს დაარსებული Compagnie de Vichy წარმოადგენს ფრანგულს კომპანიას, რომელიც ევროპაში ცნობილი სპა და თერმულიკურორტების მართვასა და ოპერირებას ახორციელებს.
0