სლოვაკეთის ელჩი საპარტნიორო ფონდის საქმიანობას გაეცნო

21 აპრ 2015 0 1787

   

სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და ფონდის საქმიანობასა და პრიორიტეტული სექტორების შესახებ ინფორმაციას გაეცნო. რუდოლფ მიხალკამ აღნიშნა, რომ სლოვაკ ინვესტორებს საქართველოს ბიზნეს გარემო აინტერესებთ და სურთ კონკრეტული პროექტების შესახებ მიიღონ ინფორმაცია, რათა შემდეგ უკვე იმსჯელონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ სლოვაკ ინვესტორებთან სათანამშრომლოდ მზადყოფნა გამოთქვა და მათ ფონდის მიერ ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სექტორებში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული პროექტები გააცნო. „ჩვენს ფონდს სლოვაკებთან თანამშრომლობის ერთი კარგი მაგალითი უკვე აქვს," აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრისას და დასძინა, რომ „საუბარია ახალციხეში განხორციელებულ პროექტზე, რომელიც 2013 წელს, ჩვენ ადგილობრივ პარტნიორთან ერთად განვახორციელეთ. ესაა „ჯინო ველნესი" სასტუმროს პროექტი, რომლის საინვესტიციო მოცულობა 5 მლნ აშშ დოლარი იყო. სასტუმროს გახსნის შემდეგ სლოვაკურმა „ექსიმბანკმა" ამ პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატა და მან საპარტნიორო ფონდი ჩაანაცვლა, როგორც პროექტის პარტნიორმა."

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები