“Compagnie de Vichy” საპარტნიორო ფონდის პროექტით დაინტერესდა

29 იანვ 2015 0 1678

   

ფრანგული კომპანია"Compagnie de Vichy” საპარტნიორო ფონდში მომზადებულიწყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების პროექტით დაინტერესდა. პირველი სამუშაოშეხვედრა ფონდში "Compagnie de Vichy” - ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჟან-ლუკსუარესმა გამართა. საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ფრანგული კომპანიისწარმომადგენელს წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფცია და პროექტისდეტალები გააცნოჟან-ლუკ სუარესმა საპარტნიორო ფონდს საკურორტო ზონისგანვითარების პროცესში მისი კომპანიის გამოცდილების გაზიარება და თანადგომა შესთავაზა. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.  წყალტუბოსსაკურორტო ზონის განვითარების კონცეფცია საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისოსაკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-თან ერთად შეიმუშავაპროექტის თანახმადწყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაცია ორფაზიანია დარამდენიმე ეტაპს მოიცავსიგი რამდენიმე წელი გაგრძელდება და მოიცავს თერმული აბანოების აღდგენასსახელმწიფო საკუთრებაში არსებულსასტუმროების რეაბილიტაციასთანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასტუმროების აშენებასსამედიცინო და სპა ტურიზმისგანვითარებასსაბავშვო გასართობი ცენტრების და წყლის ატრაქციონების აშენებასრესტორნების განვითარებასგოლფის სათამაშო მოედნის მოწყობასსავაჭრო ცენტრების გახსნას და ტროპიკული ბაღების გაშენებას.  1862 წელს დაარსებული ”Compagnie de Vichy”წარმოადგენს ფრანგულს კომპანიასრომელიც ევროპაში ცნობილი სპა და თერმული კურორტების მართვასა და ოპერირებას ახორციელებს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები