მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე საქართველოში სამაცივრე მეურნეობის პროექტის განვითარების შესახებ
საპარტნიორო ფონდმა საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის პროექტის განვითარების ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ფონდმა მოწვეულ კონსულტანტებთან ერთად ჩაატარა კვლევა ამ მიმართულებით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ინტერესთა გამოხატვის პროცესში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. კვლევის თანახმად, 4700 ტონიანი ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობამ უნდა დაფაროს თბილისისა და რუსთავის ტერიტორია, რომელსაც საქართველოს მასშტაბით საკვები პროდუქტების მოხმარების 31% უკავია. როგორც საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტში აცხადებენ, სამაცივრე მეურნეობის ოპერირების გარდა, შემოთვაზებული ბიზნეს მოდელი მოიცავს ასევე მცირე ფერმერებისგან ხილისა და ბოსტნეულის შეგროვების პროცესს, რომელიც გააუმჯობესებს მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობას. ინვესტიციის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ დოლარს შეადგენს. საპარტნიორო ფონდი მზად არის განახორციელოს პროექტის თანადაფინანსება. საპარტნიორო ფონდის ერთ ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყანაში განავითაროს სოფლის მეურნეობის პოტენციალი ეკონომიკის მზარდი განვითარებისთვის.
0