საპარტნიორო ფონდის პროექტი ვიცე-პრემიერმა მოინახულა

01 ოქტ 2014 0 1726

   

საპარტნიორო ფონდის პროექტი – გარდაბნის 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ირაკლი კოვზანაძესთან ერთად დაათვალიერა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ, რომელმაც ვიცე-პრემიერს განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების ნახევარზე მეტი უკვე შესრულებულია. „გაზის ტურბინების მონტაჟის შემდეგ ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია დანარჩენი ძირითადი აგრეგატებისთვის საძირკვლის მომზადების სამუშაოები და მიმდინარეობს ლითონ-კონსტრუქციებისგან სხვადასხვა დამხმარე შენობების მშენებლობა. ვგეგმავთ, რომ 2015 წელს სადგური ექსპლუატაციაში გავუშვათ," აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.  თბოელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი შვილობილ - „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციასთან" ერთად ახორციელებს. სადგურის პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კოლოვატსაათი იქნება და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.  ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ენერგეტიკის მთელი სისტემის მდგრადობისთვის გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას „უდიდესი მნიშვნელობა" აქვს.  გარდაბნის თბოელექტროსადგურის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია, და მას საპარტნიორო ფონდი და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" აფინანსებს. მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - „ÇALIK ENERJİ" ახორციელებს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები