საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ნენსკრას ტერიტორია დაათვალიერა
საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურისმშენებლობისთვის შერჩეული ტერიტორია დაათვალიერა. ფონდის წარმომადგენლებიგაეცვნენ მისასვლელი გზებისა და სხვა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, ასევე რელიეფურ და სხვა ბუნებრივ პირობებს. როგორც საპარტნიორო ფონდისაღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ საიტის დათვალიერების შემდეგგანაცხადა, სადგურის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის რისკები საგრძნობლად შემცირდება. „უკვედაწყებულია სადგურამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, მიმდინარეობს მოლაპარაკებებიკორეულ კომპანიასთან -K Water, რომელთანაც ხელი მოეწერა პირველად ხელშეკრულებას(Term Sheet), ხოლო საბოლოო შეთანხმებები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გაფორმდეს. ვგეგმავთ, რომ2015 წლის გაზაფხულიდან როგორც კიკლიმატური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დავიწყოთ," აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. 210 მგვტსიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. ფონდის მრჩეველი ამ პროექტში არის - IFC (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია). გარდა ნენსკრას პროექტისა, ენერგეტიკის სექტორშიფონდი ასევე მუშაობს 230 მვტ სიმძლავრის გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტზე, რომლის განხორციელების შედეგადქვეყანა წლიურად მიიღებს დამატებთ 1.8 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას. კონტრაქტორი ამ პროექტში არის თურქული კომპანია „ჩალიკენერჯი." 220 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტს აფინანსებს საპარტნიორო ფონდი შვილობილ კომპანია -„საქართველოს ნავთობის და გაზისკორპორაციასთან" ერთად და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებას 2015 წლის ბოლოდან გეგმავს.
0