საპარტნიორო ფონდის ყველა ფინანსური პარამეტრი გაუმჯობესებულია

04 სექტ 2014 0 2136

   

საპარტნიორო ფონდის წლიური აუდიტი დასრულდა. საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების 2013 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მათი ყველა ფინანსური მონაცემი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, გაზრდილი ფინანსური მაჩვენებელი ხელს შეუწყობს ფონდს და მის შვილობილ კომპანიებს, უფრო მეტი პროექტი განახორციელონ ქვეყნის მასშტაბით.  „ჩვენ ძირითადად მსხვილ პროექტებს ვახორციელებთ, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ვფიქრობ, ყველა მიმართულებით ფონდის გაუმჯობესებული მონაცემები მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული პროექტი დავაფინანსოთ," განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.  2013 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ფონდის მოგებამ შეადგინა 73 მილიონ 569 ათასი ლარი, რაც თითქმის 8%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. მლიანმა შემოსავლებმა 979 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო ჯამური აქტივები კი 3%ით გაიზარდა და 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.  2013 წლის ფინანსური ანგარიში შეამოწმა საერთაშორისო აუდიტორთა დიდი ოთხეულის წევრმა აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ, რომლის დასკვნითაც ფონდის ფინანსური ანგარიში სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.  2013 წლის ანგარიშში შესულია საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების, მათ შორის „საქართველოს რკინიგზის", „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის", „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", „ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა" და „თელასის", ფინანსური მონაცემები.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები