ჰოლანდიური „რაბობანკი“ საპარტნიორო ფონდში
ჰოლანდიის უდიდესი ბანკი„რაბობანკი" საპარტნიორო ფონდის საქმიანობით დაინტერესდა. ფონდის მენეჯმენტთან დღეს შეხვედრა გამართა„რაბობანკის" წარმომადგენელმა გერარდ ვან ემპელმა, რომელმაც თავის მხრივ რეგიონში ბანკის ინტერესების შესახებ ისაუბრა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ სტუმარს უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო და განუმარტა, თუ რა პრინციპით მოქმედებს ფონდი ინვესტორებთან პარტნიორობისას. „ჩვენის მხრივ საინტერესო იყო ჰოლანდიის გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში,რომელიც საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია" - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. „რაბობანკი" მსოფლიოს უმსხვილეს 25 ფინანსურ ორგანიზაციას შორის შედის და იგი ჰოლანდიაში ყველაზე დიდი ბანკია. მისი ერთ ერთი მიმართულება სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაა.
0