გარდაბნის შერეული ციკლის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაზის ტურბინების მონტაჟი დაიწყო

12 ივნ 2014 0 1727

   

230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე „General Electric"-ის გაზის ტურბინების მონტაჟი დაიწყო. დღეს, მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს მთავრობის წევრებმა, პარლამენტარებმა, თურქეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა და შესაბამისი დარგის ექსპერტებმა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის თანახმად, თბოელექტროსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული. „რაც მთავარია, მოხდა გაზის ტურბინების წარმატებული და დროული ტრანსპორტირება სამშენებლო მოედანზე და დაიწყო მათი მონტაჟი, რაც ასეთი ტიპის პროექტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია," განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პრეზენტაციაზე და სტუმრებს პროექტის დაწყებიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია ძირითადი აგრეგატების საძირკვლის სამუშაოები და მიმდინარეობს ლითონ-კონსტრუქციებისგან სხვადასხვა დამხმარე შენობების მშენებლობა.  საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ თბოსადგურის მშენებლობა იანვრის თვეში დაიწყო და დასრულებას 2015 წელს გეგმავს.  მისი პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კოლოვატსაათი იქნება და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, იგი უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.  პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია, რომელიც ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ. მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - „ÇALIK ENERJİ" ახორციელებს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები