„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის მმართველი პარტიის ლიდერებს შეხვდა

26 სექტ 2017 0 2561

   

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მსხვილ კომპანიებსა და ბიზნეს წრეებთან შეხვედრების შემდეგ, მოლაპარაკებები მმართველი პარტიის ლიდერებთან გამართა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტის ვიცე თავმჯდომარეს შენ ფეი ლის, საგარეო საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეს ციან ნა ჩენს, ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის მთავარ ექსპერტებსა და სხვა თანამდებობის პირებს შეხვდა.

ჩინურმა და ქართულმა მხარეებმა მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით წარმართეს. შეხვედრების მთავარი თემა საუკუნის პროექტში „ერთი სარტყელი- ერთი გზა" საქართველოს როლის გამოკვეთა, ფუნქციების მკვეთრად განსაზღვრა და კონკრეტული ამოცანების დასახვა იყო.

მხარეებმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს: საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე, ერთობლივი ეფექტიანი პროექტების განხორციელებაზე, ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ჩინეთის ბიზნეს წრეები „საპარტნიორო ფონდს" რეგიონში მყარ და საიმედო დასაყრდენად განიხილავენ და მზად არიან, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ფონდთან ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. ადგილობრივი კომპანიები დაინტერესებულნი არიან ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და საქართველოში წარმოებული ნატურალური პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტით; ასევე, კინოინდუსტრიაში ინვესტირებით, ამიტომ ჩინეთის მმართველი პარტია მზად არის მაქსიმალურად ხელი შუწყოს და ბიზნესისთვის სტიმული გააჩინოს აღნიშნული საკითხების წასახალისებლად და ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროექტების განსახორციელებლად.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლიუ ძინ ხუამ „საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთში ოქტომბერში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენცია ფორუმზე „დიალოგი მსოფლიოსთან" მიიწვია. თავის მხრივ, დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები საქართველოში 27-28 ნოემბერს აბრეშუმის გზის პროექტის საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები