AECOM და DIA holding-ის წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდში

15 მაი 2014 0 1678

   

ამერიკული კომპანია AECOM-ის და მისი პარტნიორი თურქული კომპანია DIA holding-ის წარმომადგენლები, რომლებიც გეგმავენ საქართველოს ბაზარზე აქტიურ პოზიციონირებას საპარტნიორო ფონდის მენეჯენტს შეხვდნენ. საუბარი შეეხო შავ ზღვაზე ახალი პორტის მშენებლობის პროექტს და მასში ჩართვის შესაძლებლობებს. როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს შავი ზღვის აკვატორიის კვლევა, რათა დადგინდეს პორტის ასაშენებლად საუკეთესო ადგილმდებარეობა. ირაკლი კოვზანაძის თანახმად, კვლევის შედეგები რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.  ამერიკული საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია AECOM გლობალური კომპანიაა, რომლის წლიური ბრუნვა დაახლოებით 8 მილიარდი დოლარია. კომპანია მუშაობს ისეთ მსხვილ პროექტებზე, როგორებიცაა ლოს-ანჯელესის და დელის მეტროების მშენებლობა, პენტაგონის შენობის რეაბილიტაცია და ა.შ. თურქული DIA holding-ის ინტერესის სფეროა მშენებლობა, საგარეო ვაჭრობა და ენერგეტიკა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები