ინდოელი ბიზნესმენები საპარტნიორო ფონდში
ინდური უმსხვილესი კომპანია TheShapoorji Pallonji Group-ის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში ბიზნეს გარემოს შესასწავლად იმყოფებიან, საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს შეხვდნენ და პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს. გამომდინარე იქიდან, რომ ინდოელ ბიზნესმენებს აინტერესებდათ ჰიდროენერგეტიკის, ლოჯისტიკის და უძრავი ქონების სექტორები, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ მათ გააცნო ამ სექტორებში ფონდის მიერ მიმდინარე პროექტები. საუბარი შეეხო ახალი პორტის მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე და საპარტნიორო ფონდის პროექტებს ენერგეტიკულ სექტორში. 1865 წელს მუმბაიში დაფუძნებული TheShapoorji Pallonji Group-ის ინტერესის სფეროა მშენებლობა, უძრავი ქონება, საფეიქრო მრეწველობა და ტვირთების გადაზიდვა. დღესდღეობით კომპანიის წლიური ბრუნვა 2.5. მილიარდ აშშ დოლარია და ჰყავს 23.000 თანამშრომელი.
0