თურქეთის ელჩი საპარტნიორო ფონდის საქმიანობას გაეცნო

04 აპრ 2014 0 1625

   

ახალი ელჩი საქართველოში ლევანტ გუმრუკცუ საპარნტიორო ფონდის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და გაეცნო ინფორმაციას ფონდის საქმიანობასა და პრიორიტეტულ სექტორების შესახებ. შეხვედრაზე, ლევანტ გუმრუკცუმ გამოთქვა მზაობა საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმის ორგანიზების შესახებ, სადაც თურქეთიდან მოწვეული ინვესტორებისთვის საპარტნიორო ფონდი ვრცელ პრეზენტაციას გააკეთებდა მიმდინარე პროექტების შესახებ. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის თანახმად, თურქი ბიზნესმენების ინტერესი საქართველოსადმი მაღალია და ფონდი აქტიურად თანამშრომლობს მათთან ტურიზმის და ენერგეტიკულ სფეროებში. „მაგალითად 230 მეგავატიან გარდაბანის თბოელექტროსადგურს აშენებს თურქული კომპანია „ჩალიკ ენერჯი," ხოლო ლიკანის რიქსოსის სასტუმრო კომპლექსის ინვენტარით აღჭურვაზე ცნობილი თურქული კომპანია „დეკონი" მუშაობს," აღნიშნა კოვზანაძემ.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები