Fitch Ratings -მა საპარტნიორო ფონდს რეიტინგი დაუდასტურა

25 მარ 2014 0 1787

   

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -მა საპარტნიორო ფონდს 'BB-'სტაბილური პროგნოზით შეუნარჩუნა. სააგენტომ საქართველოს საპარტნიორო ფონდის რეიტინგი 25 მარტს გამოაქვეყნა. ფონდის რეიტინგი გათანაბრებულია სახელმწიფოს რეიტინგთან. სააგენტო ფონდის საქართველოსთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. სააგენტო წერს, რომ ფონდის მანდატი ეროვნული ინფრასტრუქტურული კორპორაციების მართვაა. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის," „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის," „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის," „ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის," და ნაწილობრივ „თელასის აქციებს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო გავრცელებულ პრეს რელიზში წერს, რომ საპარტნიორო ფონდმა წარმატებით დაასრულა სამი საინვესტიციო პროექტი 2013 წელს უძრავ ქონებასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. სააგენტოს თანახმად, საპარტნიორო ფონდის მანდატია კერძო საინვესტიციო პროექტების განვითარება ეკონომიკურად მომგებიან სექტორებში.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები