საპარტნიორო ფონდმა IFC-თან ხელშეკრულება გააფორმა
ჰიდროელექტროსადგურ "ნენსკრას” პროექტის განხორციელების პროცესში კერძო სექტორისმონაწილეობის მიზნით, საპარტნიორო ფონდმა ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისოსაფინანსო კორპორაციასთან (IFC-თან), რომელიც საპარტნიორო ფონდს კონსულტაციასგაუწევს პროექტის სტრუქტურის შემუშავებაში, სახელშეკრულებო და ფინანსურიდოკუმენტაციის მომზადებაში და ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესში. IFC მსოფლიობანკის ჯგუფის წევრია და კერძო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზემსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ასევე საკონსულტაციო მომსახურებას ეწევაინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორისთანამშრომლობის საკითხებში. „ჩვენ გვინდა, რომ ყველა ის მსხვილი ინფრასტრუქტურულიპროექტი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ კერძო ინვესტორთან ერთად, საერთაშორისოსტანდარტების დაცვით განხორციელდეს, სწორედ ამიტომ ავიყვანეთ კონსულტანტად IFC, რომელიც "ნენსკრას” პროექტის განხორციელების პროცესში შეაფასებს ინვესტორის წინადადებას, და ასევე მოამზადებს გარიგების სამართლებრივ, კომერციულ და ფინანსურ სტრუქტურას," განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ. 210 მგვტ ნენსკრასჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდ. ნენსკრაზე უნდა აშენდეს, რომლის პოტენციური გამომუშავება: 1.3 მლრდ კვტ/სთ იქნება. პროექტის მთლიანისაინვესტიციო მოცულობა: 570 მლნ აშშ დოლარია, ხოლო მშენებლობის ვადა ხუთი წელი.
0