საპარტნიორო ფონდი ახალ პროექტს იწყებს
საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია შპს „აისიიეს"-თან ერთად (ICES) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და წარმოების სექტორში სამშენებლო მასალის ე.წ. „სენდვიჩ პანელების"- ახალი პროექტის განხორციელება ოფიციალურად დაიწყო. ოფიციალური შეთანხმება საპარტნიორო ფონდსა და შპს „აისიიეს" შორის ქორთიარდ მარიოტში გაფორმდა.ე.წ. სენდვიჩ პანელების გამოყენება სამშენებლო კომპანიებს შეუმცირებს მთლიან დანახარჯს და 90%-ით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქციას.„სამშენებლო სექტორისთვის ეს დიდი დახმარება იქნება, ვფიქრობ, ასეთი პროექტების ხელშეწყობა და განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა ეკონომიკის გაძლიერებისთვის," აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.საწარმოო ხაზის დაგეგმილი სიმძლავრე იქნება 2.8 მლნ მ2 პანელი წელიწადში. კომპანია პირველ პროდუქციას 10 თვეში გამოუშვებს. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა $ 6 მლნ აშშ-ს შეადგენს.
0