ავღანელი ბიზნესმენები საპარტნიორო ფონდში

26 თებ 2014 0 1712

   

ავღანეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ბიზნეს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ხოლო ამჟამად კომპანია Grpyhon Partners-ის პრეზიდენტი ზალმაი ხალილზადე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა. დელეგაციის თბილისში ვიზიტის მიზანი ადგილობრივი ბიზნეს გარემოს შესწავლა და საქართველოსთან სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარებაა.ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ავღანელ სტუმრებს გააცნო ფონდის სტრუქტურა და პრიორიტეტული მიმართულებები: ენერგეტიკა, უძრავი ქონება/ინფრასტრუქტურა, წარმოება და სოფლის მეურნეობა. „გვაინტერესებს ადგილზე შევისწავლოთ ბაზარი და მისი შესაძლებლობები," აღნიშნა ზალმაი ხალილზადემ და დასძინა, რომ მათი ინტერესის სფეროებია: ტელეკომუნიკაციები, ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება და სამთო-გადამამუშავებელი მრეწველობა, საბანკო და სადაზღვევო სექტორები, სამომხმარებლო პროდუქციის იმპორტი და დისტრიბუცია." ავღანელი ბიზნესმენები წარმოადგენენ სხვადასხვა კომპანიებს, როგორიცაა Grpyhon Partners, Afghan Wireless Communications Company, Habib Gulzar International, SMN Investments, TSI Global და fghanistan Chamber of Commerce and Industry.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები