ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდნენ
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ავსტრიელ ბიზნესმენებს: ფლორიან კნეიდინგერს, როლფ თეუერს და ბენ სალმ-რეიფფორშეიდტს შეხვდა. ფონდის ხელმძღვანელობამ სტუმრებს გააცნო ფონდის მისია, მუშაობის პრინციპები და პრიორიტეტული სექტორები. „ჩვენი ინტერესის სფერო სოფლის მეურნეობის, წარმოების და ინფრასტრუქტურის გარდა არის ასევე ენერგეტიკა. ამ სფეროში ჩვენ რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებაზე ვმუშაობთ. მათ შორისაა: 210 მეგავატიანი ნენსკრას, 270 მეგავატიანი ონის და ასევე 230 მეგავატიანი გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტები," აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ. ფლორიან კნეიდინგერის თანახმად, მათი ინტერესის სფერო განახლებადი ენერგიებია. „ჩვენ დაინტერესებულნი ვართ განვახორციელოთ 10-30 მეგავატიანი ჰიდრო ენერგო პროექტები და ამ მიზნით ვიმყოფებით საქართველოში, რათა ადგილზე შევისწავლოთ ბაზარი და მისი შესაძლებლობები," განაცხადა კნეიდინგერმა და დასძინა „რომ მათთვის საქართველო საინვესტიციოდ ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა."ავტრიელი ბიზნესმენები წარმოადგენდნენ PRESSBURG PARTNERS, ავსტრიულ მსხვილ კომპანიას, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს განახლებად ენერგეტიკულ პროექტებში და კონსულტაციებს უწევს ინვესტორებს. კომპანია წარმატებით ახორციელებს პროექტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: რუმინეთში, ესპანეთსა და სლოვაკეთში.
0