სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანში

29 ნოემბ 2013 0 2290

   

სუმგაიტის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ექსპლოატაციის გამოცდილების შესწავლის მიზნით აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, საპარტნიორო ფონდის ინჟინერ-კონსულტანტი თემურ მიქიაშვილი, საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის ტექნიკური დირექტორი ზაქარია ავალიანი და გარდაბნის თბოსადგურის გენერალური დირექტორი გიორგი აბრამიშვილი. სუმგაიტის კომბინირებული ციკლის თბოელექტრო სადგურის ექსპლუატაციის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ანალოგიური ტიპის, გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. სუმგაიტის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა 2009 წელს და მისი სიმძლავრეა 520 მგვტ. აზერბაიჯანელმა კოლეგებმა ქართულ მხარეს სპეციალისტების მომზადება და ინტენსიური კონსულტაციები შესთავაზეს. 230 მეგავატი სიმძლავრის გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2015 წელს უნდა დასრულდეს. თბოელექტროსადგური საპარტნიორო ფონდისა და მისი შვილობილი კომპანია „გაზისა და ნავთობის კორპორაციის" ინვესტიციით შენდება. სამუშაოებს თურქული კომპანია „ჩალიკ ენერჯი" ახორციელებს. თბოსადგური 100 პროცენტით ქართული მხარის მმართველობაში იქნება.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები