საპარტნიორო ფონდის საქმიანობით შვედეთის საელჩო დაინტერესდა

26 ნოემბ 2013 0 1755

   

შვედეთის ელჩი საქართველოში დაიანა იენსი და ატაშე პიტერ ადოლფსონი ფონდის ხელმძღვანელობას შეხვდა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ შვედ დიპლომატებს ფონდის მისია, ამოცანები, მუშაობის პრინციპები და თანამშრომლობის შესაძლებლობები გააცნო. ფონდის ხელმძღვანელობამ სტუმრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, რომელიც ფონდიდან დაფინანსდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და შვედეთს შორის პოტენციური საინვესტიციო თანამშრომლობის შესაძლებლობები იმ მიმართულებით, რომელ სფეროებშიც ფონდის საინვესტიციო საქმიანობას ეწევა. ეს არის სოფლის მეურნეობა, წარმოება, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა. შვედური მხარე განსაკუთრებულად დაინტერესდა ფონდის მიერ დაფინანსებული ჰიდროენერგეტიკული პროექტებით. ფონდის ხელმძღვანელობამ და შვედმა დიპლომატებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და შვედეთს შორის ბიზნეს ფორუმების გამართვის შესაძლებლობებზე.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები