საპარტნიორო ფონდმა მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი დაასრულა
ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ სასტუმრო „როიალ ბატონი" გაიხსნა, რომელიც "საპარტნიორო ფონდის" და კომპანია„ვინივერია ჯგუფის" ერთობლივი დაფინანსებით აშენდა. თბილისიდან 150 კილომეტრის დაშორებით, მაღალიპოტენციალის ტურისტულ ზონაში განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 2,3 მლნ აშშ დოლარითგანისაზღვრა. გახსნის ცერემონიას ეკონომიკის მინისტრი, ვიცე– პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დაესწრნენ. სასტუმრო 31 ნომრისგან შედგება. მათ შორისაა 4 ლუქსის ტიპის და 27 სტანდარტული ნომერი. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს ბარს, რესტორანს (150 პერსონაზე), 20 მეტრის სიგრძის ღია აუზს, „დუპლექსის" ტიპის სიგარა ოთახს, ღია ვერანდებს და ღვინის მარანს. სასტუმროში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, კონკურსისწესით, „ვინივერია ჯგუფმა" ადგილობრივი მოსახლეობისგან შეარჩია. სასტუმრო ორგანულად ეწერება ადგილობრივ ლანდშაპში და ყვარლის ტბის მიმდებარე ტურისტულიინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. სასტუმრო „როიალ ბატონი" რიგით მეორე ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით დასრულდა. 2013 წლის აპრილში ახალციხეშიფუნქციონირება დაიწყო 38-ნომრიანმა სასტუმრომ. ახალციხეში, ციხე რაბათის მიმდებარედ განთავსებული სასტუმრო „ჯინო ველნესის" პროექტი საპარტნიორო ფონდმა 2,4მლნ აშშ დოლარის მოცულობის კონვერტირებადი სესხით დააფინანსა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ინფორმაციით ფონდი ტურიზმის განვითარების მიმართულებით კიდევ რამდენიმეინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობს. კერძოდ, ესენია: ხუთვარსკვლავიანი „რიქსოსის" სასტუმრო ლიკანში (სპა–კურორტი), რომლის მთლიანი საინვესტიციოღირებულება 38 მლნ აშშ დოლარია და ასევე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონი" წინანდალში 16,8 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულებით. ეკონომიკის მინისტრის, ვიცე–პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „როიალ ბატონის" მსგავსი ობიექტების სიმრავლე ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას.
0