ირაკლი კოვზანაძე შვეიცარიის გაერთიანებული ბანკის (UBS) წარმომადგენლებს შეხვდა
UBS –ის დაკრედიტებისა და ახალი ბაზრების მიმართულების მმართველი დირექტორი უილიამ გალაჰერი და ვიცე-პრეზიდენტი კონტინენტური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის კაპიტალის ბაზრების მიმართულებით ვიქტორია ბერომელიძე საპარტნიორო ფონდის მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. შეხვედრაზე განიხილეს კაპიტალის ბაზრების მდგომარეობა და რკინიგზისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ობლიგაციების პროცენტების ცვლილება სხვა ობლიგაციებთან შედარებით. საგნობრივი საუბარი შედგა საპარტნიორო ფონდისთვის და მისი შვილობილებისთვის პირდაპირ UBS ბანკიდან ან კაპიტალის ბაზრებიდან (ფასიანი ქაღალდების სახით) სესხებისა და საკრედიტო ხაზების შესაძლო გამოყოფასთან დაკავშირებით. შვეიცარიის ერთ–ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ საპარტნიორო ფონდის ხედვებს შვილობილი კომპანიების ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებით.
0