ირაკლი კოვზანაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს შეხვდა

18 აგვ 2013 0 1762

   
საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დელეგაციას, რომელსაც EBRD– ის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ხელმძღვანელობს, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე შეხვდა.
შეხვედრაზე „ევრობანკის" დელეგაცია დეტალურად გაეცნო საპარტნიორო ფონდის მისიას, ამოცანებს, შესაძლებლობებს და მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს. მხარეებმა განიხილეს საპარტნიორო ფონდის სუვერენულ ფონდად გარდაქმნის მიმდინარე პროცესი.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, EBRD– ის დელეგაციისთვის საყურადღებო აღმოჩნდა საპარტნიორო ფონდის მესვეურთა მხრიდან წარმოდგენილი კონკრეტული ხედვების გაცნობა, თუ რა ფორმებით, რა ფორმატით და რა მოცულობით არის შესაძლებელი და სასურველი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩართვა საპარტნიორო ფონდის საქმიანობაში, მათ შორის, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განვითარებაში.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი ცალსახად დადებითი მოვლენა და პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთის. ხოლო სერ სუმა ჩაკრაბარტის განცხადება, რომ ევრობანკი საქართველოში დამატებით 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, კიდევ უფრო მაღლა სწევს ევრობანკის დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობას. საპარტნიორო ფონდში მათი სტუმრობა უმნიშვნელოვანესი ფაქტია,- ჩვენთვის დიდი პატივი იყო ასეთი მაღალი რანგის სტუმრის მიღება. შეხვედრაზე „ევრობანკის" პრეზიდენტი და უმაღლესი რანგის ბანკირები გაეცნენ ჩვენი ფონდის ამოცანებს და შესაძლებლობებს. ისინი ასევე გაეცნენ საპარტნიორო ფონდის სუვერენულ ფონდად გარდაქმნის საკითხებს. განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი პროექტების მიმდინარეობა. მოგეხსენებათ, „ევრობანკი"საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაში შემავალ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან" თანამშრომლობით რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობს. ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოების კონკრეტული ასპექტების შესახებ. დარწმუნებული ვარ, საპარტნიორო ფონდის პროექტებით „ევრობანკის" დაინტერესება უახლოეს მომავლში კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს და ეკონომიკის იმ სექტორებში, სადაც საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტები გააჩნია (ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა/უძრავი ქონებ, წარმოება), ინვესტირების მასშტაბის საგრძნობლად გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს", – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, ევრობანკის დელეგაციისთვის საპარტნიორო ფონდში სტუმრობა საინტერესო გამოდგა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გავცნობოდით ამ ძლიერი ფონდის შესაძლებლობებს, სუვერენულ ფონდად მისი გარდაქმნის პროცესს, განვიხილეთ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" მიმდინარე ჩვენი ერთობლივი პროექტები. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ფონდის აღმასრულებელი დირექტორისგან ირაკლი კოვზანაძისგან სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იქნება",-განაცხადა „ევრობანკის" პრეზიდენტმა.
:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები