„საპარტნიორო ფონდმა“, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციასა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციასთან “ ერთად ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გამართა

27 ნოემბ 2017 0 2805

   

„საპარტნიორო ფონდის“, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით,  ქარვასლაში   ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება „ქართული ჩაი 170 წლისაა“ გაიმართა. 

ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა ჩაის მწარმოებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა კომპანიებმა მიიღეს. ღონისძიებას სპეციალურ სტუმრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმართველობის, ჩაის ინდუსტრიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. საზოგადოებას სიტყვით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართა და საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობაში ჩაის კულტურის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. დამსწრეთა შორის, ასევე, იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩინეთის ელჩი საქართველოში ძი იანჩი; საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარე იან გიბსი; პეკინის სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჩენ კუოჭანი; ხანთანიუენის საერთაშორისო ჰოლდინგის პრეზიდენტი კუო ჭ’ხუნი; აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის საბჭოს ხელმძღვანელი ლუ ძიენჭუნი. ასევე, ლიუ ძძუინჭოუს (ჩინელი მეწარმე, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში ჩაის კულტურის განვითარებას) შვილთაშვილი, ლიუ ჩი.

საიუბილეო ღონისძიება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გახსნა. საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიის შესახებ პრეზენტაციები „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტებმა გააკეთეს.  გამომსვლელებმა საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარებისა და ამ მიმართულებით განსახორციელებელი სტრატეგიული გეგმების შესახებ ისაუბრეს.

„საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტი  ქართული ტრადიციული დარგების აღორძინება-განვითარება და კომერციალიზაციაა. ფონდი ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ჩაის ინდუსტრიის განვითარება  ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ჩაის მწარმოებელთა ლიდერ ოთხეულში შედიოდა. მაშინ უფრო მეტი ჩაი მხოლოდ ჩინეთში, ინდოეთსა და შრი-ლანკაში იკრიფებოდა. ეს ფაქტი მხოლოდ დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული ადამიანების მეხსიერებაში შემორჩა. ძველი დიდებისგან კი უმეტესწილად გატყევებული  ჩაის პლანტაციები დარჩა. დღეს ჩაის ინდუსტრია ერთეული კომპანიების ძალისხმევაზე დგას და ამისთვის მათ მადლობას ვუხდი. ქართული ჩაი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ უნდა მოექცეს და საქართველო ისევ უნდა გახდეს ჩაის ექსპორტიორი ქვეყანა“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017  წელი ქართული ჩაის საიუბილეო თარიღია. ჩინური ჩაის ბუჩქები საქართველოში 170 წლის წინ დაირგა. თუმცა, ჩაის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 1809 წელს მამია გურიელმა გამოხატა და საკუთარ ბაღში ჩაის ბუჩქი დარგო. ქართული ჩაის ინდუსტრიული  ისტორია 1847 წლიდან იწყება.  ჩაის პირველი ჩინური ბუჩქები ოზურგეთში, სააკლიმატიზაციო ნაკვეთში დაირგა, რომელიც სოჭის ბოტანიკური ბაღიდან გენერალ-გუბერნატორ ვორონცოვის განკარგულებით გადმორგეს. 1893 წელს ლაუ  ჯონ ჯაუ-მ საქართველოში მონო პლანტაციები გააშენა. საერთაშორისო აღიარება ქართულმა ჩაიმ პირველად 1900 წელს, პარიზში მოიპოვა , სადაც იგი   ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

„საპარტნიორო ფონდის“, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიერ გამართული ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიეიბის ფარგლებში, საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის ღვაწლმოსილი სპეციალისტები დააჯილდოვეს.

ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების „ ქართული ჩაი 170 წლისაა“ მხარდამჭერია საქართველოში ჩაის მწარმოებელი კომპანია „გურიელი“.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები