აშშ-ში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის (OPIC)-ის მმართველ დირექტორს ქენეტ ენჯელს შეხვდა

12 დეკ 2017 0 3269

   

აშშ-ში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის (OPIC)-ის მმართველ დირექტორს ქენეტ ენჯელს შეხვდა. შეხვედრა ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის სათავო ოფისში შედგა, რომელშიც მონაწილეობა ქართული მხრიდან აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ მიიღო.

OPIC-მა სამი კვირის წინ საქართველო ოფიციალურად, პრიორიტეტულ ქვეყნებს შორის დაასახელა. ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის (OPIC)-ის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სწორედ, საქართველოს, როგორც OPIC-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორისა და პრიორიტეტული ქვეყნის შესახებ იმსჯელეს. OPIC-ის მმართველი დირექტორის განაცხადებით, ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში საინვესტიციო პროექტების მიმართულებით თანამშროლობას გააძლიერებს, ამ მიმართულებით OPIC-ი „საპარტნიორო ფონდს“ საქართველოში მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის ( OPIC )-ის მმართველმა დირექტორმა ქენეტ ენჯელმა ორი ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ერთობლივი პროექტების მიმდინარეობის პროცესზე და სამომავლო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მხარეებმა იმსჯელეს ბიზნესის განვითარებაში ქალთა ჩართულობის საკითხის გააქტიურების თაობაზე. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა „საპარტნიორო ფონდისა" და ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის (OPIC)-ის მიერ დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance-ის შესახებ, რომელიც საქართველოში სხვადასხვა ბიზნესპროექტებს აფინანსებს და „საპარტნიორო ფონდისა" და ამერიკული მხარის ინვესტიციებით შეიქმნა.

OPIC-ის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს: კერძოდ, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული, მაღალტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, საქართველოში ამერიკული ბიზნესწრეების ვიზიტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც მომდევნო წლის დასაწყისში იგეგმება.

OPIC-თან შხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის ( OPIC )-ის მმართველმა დირექტორმა ქენეტ ენჯელმა თბილისში გამართული „აბრეშუმი გზის ფორუმი“ შეაფასეს და საუკუნის პროექტის ფარგლებში ამერიკული ბიზნესწრეების ჩართულბის გააქტიურებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის მმართველ დირექტორს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდსა" და აშშ-ის მთავრობის განვითარების ბანკს შორის გაფორმებულია ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში ამერიკული კაპიტალის მონაწილეობით, OPIC-ისა და „საპარტნიორო ფონდის" მიერ პროექტების დაფინანსებას გულისხმობს. „საპარტნიორო ფონდი" და OPIC აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ეკონომიკაში ამერიკული კაპიტალის მონაწილეობის გასააქტიურებლად და ერთობლივად ქართულ-ამერიკული პროექტების განსახორციელებლად.


OPIC-ის შესახებ:

„უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" აშშ–ის მთავრობის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობს. კორპორაცია კერძო კაპიტალს უყრის თავს და მას მსოფლიოს განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოწვევებისკენ მიმართავს. ვინაიდან, OPIC–ი აშშ-ის კერძო სექტორთან მუშაობს, იგი ეხმარება ამერიკულ ბიზნესს, გაფართოვდეს განვითარებად ბაზრებზე და ამ გზით, ხელს უწყობს შემოსავლებისზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე -საზღვარგარეთ. OPIC–ი, როგორც აშშ–ის მთავრობის სააგენტო, 1971 წელს დაარსდა და მთლიანად თვითდაფინანსებაზე მუშაობს. 
OPIC–ის ყველა პროექტი გარემოსა და სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. OPIC-ის სერვისებით სარგებლობა 160-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი. 1971 წლიდან დღემდე OPIC-მა 200 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

OPIC–ი წარმოადგენს ერთერთ პირველ განვითარების ინსტიტუტს, რომელმაც ინვესტირება განახორციელა საქართველოში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. OPIC-მა საქართველოში დღემდე განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და „ფრენჩაიზის" ქსელების მიმართულებით. დღევანდელი მონაცემებით, „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" საქართველოში ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად, 20-ზე მეტ მიმდინარე პროექტს აფინანსებს

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები