„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა საქმიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება.

15 დეკ 2017 0 2812

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა საქმიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პეკინში აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურ ასამბლეასა და თანამშრომლობისა და განვითარების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორი წლის იუბილეს მიეძღვნა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის, ბიზნესის, ფინანსური წრეებისა და კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრო.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურ ასამბლეასა და თანამშრომლობისა და განვითარების კონფერენციის მესამე პანელში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გაზის“ ფარგლებში არსებული პოექტების განხორციელების სამოქმედო გეგმისა დასტრატეგიის განხილვას დაეთმო.

ნათია თურნავამ კონფერენციაში მონაწილეებს სიტყვით მიმართა და „საპარტნიორო ფონდის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საუკუნის პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განხორციელებაში. აქცენტი გააკეთა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შესახებ, რომელიც საქართველოს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გააჩნია. ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს და მიმზიდველ ბიზნეს გარემოს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პოტენციურ ინვესტორებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, სტრატეგია და განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.

აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა ტრანსნაციონალური ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც აბრეშუმის გზის ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორის სტრუქტურების თნამშრომლობის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ორგანიზაცია მსოფლიოს 70 ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების 90 წარმომადგენელს აერთიანებს, რომლებსაც საერთო ინტერესი, სტრატეგიული გეგმები და პასუხისმგებლობები აქვთ.

კონფერენციაზე აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ფონდის საზეიმო ინაუგურაცია გაიმართა. „საპარტნიორო ფონდი“ აბრეშუმის გზის ფონდის წევრია. აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და აბრეშუმის გზის ფონდის წევრობის სერთიფიკატი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს ამა წლის მაისში ჩინეთში საქმიანი ვიზიტის დროს აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ლუ ძიენ ჭუმ გადასცა. აბრეშუმის გზის ფონდი ბიზნესის დაფინანსების მიზნით კერძო კაპიტალით შეიქმნა.

„საპარტნიორო ფოდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგიე ნათია თურნავა აბრეშუმის გზის საერთშორისო სავაჭრო პალატის ფარგლებში დაფუძნებული აბრეშუმის გზის ფონდის პრეზიდენტს დეივიდ ქიანის შეხვდა. მხარეებმა პირისპირ შეხვედრისას სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და საქართველოს კონკრეტულ ბიზნეს სფეროებში ინვესტირების საკითხები განიხილეს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები