„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ Gezhouba Construction Group Corporation-ის დელეგაცია მიიღო
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ ფონდში Gezhouba Construction Group Corporation-ის დელეგაცია მიიღო. ფონდში გამართულ შეხვედრას დელეგაციის ხელმძღვანელი და კომპანია Gezhouba Construction Group Corporation-ის დირექტორის მოადგილე იენ ი ესწრებოდა.
Gezhouba Construction Group Corporation-ი მსოფლიოში უმსხვილეს კონტრაქტორებს შორის 33-ე ადგილზეა და China Energy Engineering Corporation-ის წევრია, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს დაქვემდებარების ქვეშაა. კომპანია საქართველოში სამი წელია მოღვაწეობს, იღებს სხვადასხვა ტენდერებში მონაწილეობას და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია. Gezhouba Construction Group Corporation-ი ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებით ინტერესდება. მოღვაწეობს ბრაზილიაში, ყაზახეთსა და პაკისტანში.
შეხვედრაზე მხარეებმა „საპარტნიორო ფონდში“ მიმდინარე პროექტების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კერძოდ, საუბარიი შეეხო წყალტუბოს კურორტის განვითარების, განახლებადი ენერგიბისა და საქართველოში არსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ლოჯისტიკური ცენტრების შექმნის საკითხებს.
სამშენებლო კორპორაციას Gezhouba Construction Group Corporation (CGGC) მინიჭებული აქვს უმაღლესი კვალიფიკაცია სხვადასხვა სახის პროექტის მშენებლობისთვის, მათ შორის, აქვს სპეციალური კვალიფიკაცია წყლის რესურსების მშენებლობისა და ჰიდროენერგეტიკული პროექტების საგრანტო ბაზაზე და ამასთან ერთად, აქვს უმაღლესი კვალიფიკაცია სხვადასხვა სახის პროფესიული პროექტის მშენებლობისთვისაც.
CGGC საგარეო ვაჭრობის ბიზნესს,საერთაშორისო თანამშრომლობას და საზღვარგარეთული პროექტების მშენებლობას დამოუკიდებლად ახორციელებს. CGGC- ს კომერციულ ბანკისგან 10 მილიარდი ჩინური იუანი (CNY) ინტეგრირებული საკრედიტო ხაზით მიენიჭა. მან შექმნა სამეცნიერო-კვლევითი სადგური და ჩინეთში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პირველი ეროვნული ტექნიკური ცენტრი. ამას გარდა, ის სათავეში ედგა 700-ზე მეტ მნიშვნელოვანი სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მიღწევას. CGGC- ს აქვს 28,000 ერთეული სამშენებლო დანადგარი და ყველა სახის აპარატურა, რომლის წმინდა აქტივები, დაახლოებით, 4 მილიარდი ჩინურ იუანს (CNY) შეადგენს. გარდა ამისა, CGGC არის პირველი საწარმო, რომელსაც გადაეცა, როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატები სამშენებლო ვაჭრობაში.
0