„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე მიღო.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე მიღო. საქმიან შეხვედრას ქართულ-ფრანგული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი სოფია გოძინა და ფონდის მენეჯმენტი ესწრებოდა.
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა საფრანგეთის ელჩს ფონდის ფუნქცია, პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნო, ასევე, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ-ფრანგული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ფრანგული მხარე საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით ინტერესდება და ქვეყნის ინფრასტრუქტურის, მძიმე ინდუსტრიის, წარმოების, მრეწველობისა და ტურიზმის სექტორებში ფრანგული კაპიტალის გააქტიურების სურვილს გამოთქვამს.
„საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა. ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობით, საფრანგეთი გერმანიასა და იტალიას ჩამორჩება. ჩვენი სურვილია, თქვენს ქვეყანაში ფრანგული კაპიტალი გააქტიურდეს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთუიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს,“ განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.
„საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური კავშირები ვითარედება. საქართველომ შეძლო, როგორც აზიისთვის, ასევე ევროპისთვის ერთნაირად საინტერესო ქვეყანა გამხდარიყო. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი, ლიბერალური ბიზნეს გარემო და თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, სადაც განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმებია, ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია. საქართველოსა და მსოფლიოს უდიდესი ბაზრების მქონე ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ამოქმედებამ ევროპელი და აზიელი ინვესტორებისთვის საქართველოში წარმოების დაწყება კომერციულად მომგებიანი გახადა. „საპარტნიორო ფონდს“ ევროპულ კომპანიებთან ერთად, წარმატებული პროექტების მდიდარი გამოცდილება აქვს. მივესალმებით საქართველოში ფრანგული კაპიტალის კიდევ უფრო გააქტიურებას და მზად ვართ ფრანგულ კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობისთვის,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს და მიმდინარე წლის დასაწყისში უმსხვილეს ფრანგულ კომპანიებთან საქმიანი შეხვედრები დაგეგმეს.
0