„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის დელეგაცია მიიღო

22 იანვ 2018 0 2565

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის საქმიანი წრეების დელეგაცია მიიღო.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იენ განძუნი, ქ. განჭოუს სატყეო დეპარტამენტის დირექტორი სუე იოუჩანი, სატყეო დეპარტამენტის ოფისის ხელმძღვანელი ლი ძუნი, საერთშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლი უ ციანი, Feishang Forestry Produce Co., Ltd.-ის თავმდჯდომარე ჭან გუოლინი, Tonggu Huahui Industry Co., Ltd.-ისა და Feishang Forestry Produce Co., Ltd.-ის თავმდჯდომარე სიე იოუხუნი და Tuantuanyuan Furniture Co., Ltd.-ის თავმჯდომარე ლუო ხაილუნი. ფონდში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ესწრებოდა.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხლეს. ჩინურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ჩინური მხარე საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიაში ინვესტირებას გეგმავს. დელეგაციის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სექტორით ინტერესდებიან. კერძოდ, სწრაფად განახლებადი ტყეების პლანტაციების გაშენებით, ხე-ტყის გადამუშავებითა და ავეჯის წარმოებით. ჩინელი ინვესტორები ხის გადამამუშავებელი ქარხნების საქართველოში გადმოტანას და ქვეყანაში დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავენ. შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტი ხელს უწყობს ეროვნული და რეგიონული სატყეო-სამეურნეო ეკოლოგიური პროექტების შექმნას და დანერგვას, კომერციული ხასიათის ტყეების მართვას. ასევე, სამკურნალო თუ დასასვენებელი ტყე-პარკების კვლევას, მათთან დაკავშირებულ სწავლებებსა და განვითარებას. დეპარტამენტი აღნიშნულ რეგიონში სატყეო მეურნეობის განვითარების სტრატეგიის გრძელვადიანი განვითარების გეგმას ქმნის, უზრუვნელჰყოფს ხე-ტყის გაშენებას, ნერგების შეწამვლას, გამწვანებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, აგრეთვე, ზედამხედველობს მწვანე საფარის, ხეების, ბუჩქების, ეკოსისტემის მდგრადობას.

დელეგაციის წევრების განცხადებით, საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა. „თქვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი აქვს. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით, გეოპოლიტიკურ რუკაზე უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამასთან, ქვეყანას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები აქვს მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკისა და მსხვილი ბაზრების მქონე ქვეყნებთან. საქართველოს როლს ზრდის ქვეყანაში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმები“, განაცხადა ძიანსის პროვინციის გუბერნატორმა ლიუ ციმ.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადადის. საუკუნის პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ამ პროექტში კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ურთიერთობას. ჩინეთ-საქართველოს შორის მჭიდრო და საკმაოდ პერსპექტიული კავშირი ყალიბდება და ეს ერთობლივ საინვესტიციო პროექტებშიც აისახება. „საპარტნიორო ფონდი“ მზად არის საინტერესო, ქვეყნისთვის სასიკეთო საინვესტიციო წინადადებები განიხილოს“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტის შესახებ:

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტი 1854 წელს შეიქმნა. დეპარტამენტი განსაზღვრავს მთავარ საქმოქმედო პრინციპებს, კანონებსა და რეგულაციებს, იკვლევს პროვინციის ეკოლოგიურ გარემოს, ბუნებრივ წიაღისეულსა და რესურსებს, უზრუნველჰყოფს გარემოს დაცვას და მწვანე საფართან დაკავშრებულ პოლიტიკასა და სრტატეგიებს, ორგანიზებას უწევს პროვინციის სატყეო კანონმდებლობისა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული რეგულაციების განხორციელებას. ზედამხედველობს ტყის საფარისა და ნერგების დავაადებების პრევენციას, მავნებლებისგან დაცვას, ხელმძღვანელობს საკარანტინო სამუშაოების ჩატარებას, სატყეო და სანერგე მეურნეობებს, ტყე-პარკებს და დაცულ ტერიტორებს, ამავდროულად, სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული სტრუქტურების შექმნასა და მმართველობას; ახორციელებს სატყეო წიაღისეულის, რესურსების დაცვას, კვლევას, დაკვირვებასა და სტატისტიკურ აღრიცხვას; განსაზღვრავს სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სატყეო აქტივების განკარგვასა და ფუნქციონირებას.

Jiangxi Feishang Forest Products Co., Ltd-ის შესახებ:

Jiangxi Feishang Forest Products Co., Ltd შეიქმნა კორპორაცია FEISHANG-ის მიერ 2010 წელს, საწესდებო კაპიტალი 131 მილიონი იუენის ოდენობით. კომპანია წარმოადგენს სატყეო ინტეგრირებულ წარმოებას, რომელიც აწარმოებს, იკვლევს და ავითარებს სატყეო მეურნეობის სხვადასხვა ღრმა გადამამუშავებელ პროდუქციას, ფისისა (კოლოფონი) და ტურპენტინის გადამუშავებით წარმოებულ პროდუქციას. ძიანსის პროვინციაში წარმოადგენს ფიჭვის ფისოვანი ნედლეულის გადამამუშავებელ უმსხვილეს ქიმიურ მრეწველობას. კომპანია ფლობს 14 ძირითად პატენტს შესაბამის სფეროში, პროდუქცია აკმაყოფილებს ISO9001 ხარისხის სტანდარტის სერტიფიკატს. ჭარბტენიან ნიადაგზე მოყვანილმა ფიჭვის ფისისგან წარმოებულმა პროდუქციამ „ჩინეთის მე-19 სატყეო მეურნეობის პროდუქციის გამოფენაზე“ ოქროს მედალი დაიმსახურა. Jiangxi Feishang Forest Products Co., Ltd-ის ორი შვილობილი კომპანია კი „ეროვნული უახლესი მაღალტექნოლოგიური წარმოებების“ რიცხვშია.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები