„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ისრაელის წარმოების ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

19 თებ 2018 0 2823

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ისრაელის წარმოების ასოციაციის პრეზიდენტს შრაგა ბროშს შეხვდა. ისრაელის მხარე საქართველოში წარმოების სფეროში ინვესტირებით ინტერესდება.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და ინდუსტრიის სფეროს განვიტარების შესახებ ისაუბრეს. შევხედრას ფონდის მხრიდან, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძესთან ერთად, მისი მოადგილე, ნათია თურნავა, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დანელია და მისი მოადგილე ნინო ჩოლოყაშვილი ესწრებოდნენ, ისრაელის მხრიდან კი - წარმოების ასოციაციის პრეზიდენტთან, შრაგა ბროშთან ერთად,  ისრაელის საყოფაცხოვრებო ბაზრის ერთერთი წამყვანი კომპანია ბრიმაგის პრეზიდენტი საულ სილბერშტეინი, ასევე, კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორი ლადო ჯობავა.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ისრაელის მხარე საქართველოში არსებული ბიზნესგარემოთი და წარმოების სფეროში ინვესტირების შესაძლებლობებით დაინტერესდა. ფონდის მენეჯმენტმა ისრაელის კომპანიების წარმომადგენლებს „საპარნტიორო ფონდის“ მანდატი და პროექტებში ინვესტირების პრინციპები გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს.

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის წარმოების ასოციაციის პრეზიდენტი შრაგა ბროში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა.

ისრაელის წარმოების ასოციაციის პრეზიდენტმა „საპარნტიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აპრილში ისრაელში ქართველი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე მიიწვია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი უხელმძღვანელებს.    

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები