„საპარტნიორო ფონდს“ აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი ესტუმრა

20 თებ 2018 0 2283

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ფონდში აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის საპატიო პრეზიდენტსა და საქართველოში „Marriot“-ის ექსკლუზიურ წარმომადგენელს ჯოზეფ მაკლნერნის შეხვდა.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტურიზმის სფეროსა და ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარების შესახებ ისაუბრეს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმის სფერო ფონდის ერთერთი პრიორიტეტია და აღნიშნა, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, მისი მიზანია, საქართველო ტურიზმის განვითარების მხრივ, მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ქვეყანა გახდეს.  როგორც მან განაცხადა, სწორედ ამ მიზნით, ფონდი დღესდღეობით მსოფლიო დონის კომპანიებთან თანამშრომლობს და ამ დარგში უკვე არაერთი წარმატებული ერთობლივი პროექტია განხორციელებული.  

აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი და საქართველოში „Marriot“-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი ჯოზეფ მაკლნერნი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცააა Marriot, Hilton, Hyat, Radisson. „საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე, ფონდის მენეჯმენტმა ჯოზეფ მაკლნერნის ფონდის მუშაობის პრინციპების, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.  

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები