„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლებს შეხვდა

06 მარ 2018 0 3094

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლებს შეხვდა. მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი IFC საქართველოში კლინიკების განვითარების თემით ინტერესდება.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლებს ფონდის მფლობელობაში არსებული სამი კლინიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ეს კლინიკებია: შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო), სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. ონკოლოგიური საავადმყოფო) და შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“. შეხვედრას „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტთან ერთად, ფონდის შვილობილი „კლინიკების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ესწრებოდა.

სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სამი კლინიკა განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, „საპარტნიორო ფონდს“ 2015 წლის ბოლოს გადმოეცა.  

„საპარტნიორო ფონდს“ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებს ენერგეტიკის სექტორში.    

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები