„საპარტნიორო ფონდს“ ლიეტუვას ელჩი ეწვია
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ლიეტუვას ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი მიიღო. შეხვედრას ლიეტუვას საქმიანი წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ლიეტუვას ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და განაცხადა, რომ ლიეტუვა რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე, პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობებში. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და „საპარტნიორო ფონდთან“ სამომავლო ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს.
ლიეტუველი საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტირებას გეგმავენ და ამ მიმართულებით, „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. ლიეტუვურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს საქართველოს რეგიონებში ქალაქების განვითარების, ძველი საცხოვრებელი შენობების თანამედროვე ტექნოლოგიებით რეაბილიტაციის, პარკების ინფრასტრუქტურული მოწყობისა და საკურორტო ქსელის გაფაროების კონცეფცია წარუდგინეს.
თავის მხრივ, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ლიეტუვას დელეგაციას ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, სტრატეგია და მიმდინარე პროექტები გააცნო.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
0