„საპარტნიორო ფონდს“ ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია SINOSURE-ის დელეგაცია ეწვია

01 ივნ 2018 0 2410

   

„საპარტნიორო ფონდს“ მსოფლიოს უმსხვილესი ჩინური ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია SINOSURE-ის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა.

SINOSURE-ის დელეგაციას კორპორაციის  პროდუქტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ცაი ჭენგკაო ხელმძღვანელობდა. „საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრას ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელობა და ფონდის მენეჯმენტი ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა   სამომავლო თანამშრომლობისა  და  იმ კონკრეტული ნაბიჯების  შესახებ  ისაუბრეს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

მხარეები ერთობლივად მუშაობენ „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და წარმოების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. ასევე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე,  SINOSURE-ი  და „საპარტნიორო ფონდი“ მზად არიან უზრუნველჰყონ ჩინეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების მხარდაჭერა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო, როგორც მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების მქონე ქვეყნა. ჩინეთის მხარე მზად არის საქართველოში სხვადასხვა ტიპის წარმოების დასაწყებად  და აქ წარმოებული პროდუქციის ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე რეალიზაციისთვის.

SINOSURE-ს შესახებ

ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კომპანია SINOSURE არის ჩინეთის სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი სადაზღვევო კომპანია, რომელიც  ჩინეთის საგარეო ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას უწყობს ხელს.  კორპორაცია 2001 წელს შეიქმნა. ამჟამად, მას ოპერაციების ფართო ქსელი აქვს. საკუთარი საქმიანობის ფარგლებში, კორპორაცია აზღვევს ჩინეთის საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მხარს უჭერს საგარეო ვაჭრობის განვითარებას და ეკონომიკურ კოოპერაციას, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, უმუშევრობის შემცირებას და საგადამხდელო ბალანსის დადებითი სალდოს ზრდას. 

SINOSURE-ის ძირითადი პროდუქტებს შეადგენს საშუალო და გრძელვადიანი ექსპორტის საკრედიტო დაზღვევა, საერთაშორისო ინვესტიციებისა და ლიზინგის დაზღვევა, მოკლევადიანი ექსპორტის საკრედიტო დაზღვევა, შიდა სავაჭრო საკრედიტო დაზღვევა, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ობლიგაციები და გარანტიები, ინვესტიციები, საკრედიტო დაზღვევის გადაზღვევა, სადაზღვევო ფონდების მართვა, სავაჭრო დებიტორების მართვა, სესხების მართვა, ფაქტორინგი, საკრედიტო რისკებთან დაკავშირებული კონსულტაცია და საკრედიტო რეიტინგები. SINOSURE-მა, ასევე, დანერგა “SINOSURE Online”, მულტი-ფუნქციური ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც პოლისის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ სწრაფი და მოსახერხებელი მომსახურება.

2015 წლის მონაცემებით, SINOSURE მიერ დაზღვეული ექსპორტისა და ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 2.8 ტრილიონი აშშ დოლარი. კორპორაციის პოლისებით დაიზღვია ათასობით ექსპორტიორი და ასობით საშუალო და გრძელვადიანი პროექტი. კორპორაციის მხარდაჭერით, განხორციელდა 413 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დაკრედიტება 233 კომერციული ბანკის მიერ. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები