„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

22 ივნ 2018 0 3337

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ფონდის მენეჯმენტთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამრმომადგენლებთან ერთად, თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებული დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

„საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსებით 2018 წლის ივნისში კლინიკის ძირითად ნაწილს, კერძოდ, ბავშვთა რესპირატორულ-ვირუსული და ნაწლავური ინფექციების განყოფილებებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს ძალისხმევით კი, 2016 წლის მაისში გარემონტდა კლინიკური საავადმყოფოს ერთი კორპუსი, სადაც ბავშვთა ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებებია განთავსებული.

„ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში იყო უმძიმესი სანიტარული და სამუშაო პირობები. ზოგადად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კლინიკისთვის  აშენდეს ახალი შენობა,  რადგან ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა ძალიან ძველი და  ამორტიზირებულია და შეუძლებელია მისი თანამედროვე სტანდარტების  სამედიცინო დაწესებულებად გადაქცევა. თუმცა, სანამ ამ საკითხს საბოლოოდ გადავწყვეტთ, „საპარტნიორო ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები და გამოგვესწორებინა მთლიანი სანიტარული მდგომარეობა. შენობა აღვჭურვეთ სათანადო ინვენტარითა და კომუნიკაციებით ისე, რომ არ შეგვიჩერებია საავადმყოფოს ფუნქციონირება. დღეს საავადმყოფო მოწესრიგებულია და აკმაყოფილებს ყველა სანიტარულ და უსაფრთხოების ნომრებს. ცხადია, ჩვენი საბოლოო მიზანი  ბავშვთა ინფექციურისთვის ულტრა-თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნაა. თუმცა, ვიდრე აშენდება  თნამედროვე სტანდარტების ახალი საავადმყოფო ჩვენ მაქსიმუმალურად ვეცადეთ, პაციენტებისთვის და საქართველოში ერთერთი ყველაზე კვალიფიციური პერსონალისთვის ღირსეული პირობები შეგვექმნა,“ განაცხადა დავით საგანელიძემ კლინიკაში ჩატარებული სამუშაოების დათვალიერებისას.       

საპარტნიორო ფონდს“ თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სახელმწიფოსგან 2015 წელს  გადმოეცა. „საპარტნიორო ფონდი“ ელოდება მის მფლობელობაში არსებული სამივე კლინიკის (ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ე.წ. ონკოლოგიური-უნივერსალური სამედიცინო ცენტრი და ე.წ. რესპუბლიკური-ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა) განვითარების საბოლოო კონცეფციას და როგორც სახელმწიფო საფინანსო ინტიტუტი სამედიცინო დაწესებულებებთნ  მიმართებით, იმ პოლიტიკას გაატარებს, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  განსაზღვრავს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები