„საპარტნიორო ფონდს“ უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტი ანატოლი კინახი ეწვია

26 ივნ 2018 0 2245

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტი ანატოლი კინახი მიიღო. უკრაინის დელეგაციას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მასპინძლობს.

„საპრატნიორო ფონდში“ გამართულ შეხვეედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ბიზნეს გარემოს შესახებ, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე ისაუბრეს. დავით საგანელიძემ უკრაინის დელეგაციის წევრებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნო. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. გაცნობითი ხასიათის შეხევდრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე ესწრებოდა.

უკრაინის ექს-პრემიერისა და უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტის ანატოლი კინახის საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს გაცნობა, ასევე, კონკრეტული ბიზნეს პროექტების დაწყების პერსპექტივების განხილვაა.

ანატოლი კინახის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას  შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიზნით, უნდა გააქტიურდეს წვდომა სხვადასხვა რესურსზე, მათ შორის, როგორც საფინანსო, ასევე საინვესტიციო მიმართულებით. ანატოლი კინახმა მზადყოფნა გამოთქვა ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის კონტაქტების გაღრმავებისთვის და „საპარტნიორო ფონდის“ მონაწილეობით, ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის.

უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტმა ანატოლი კინახმა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე თბილისში ნოემბრის თვეში დაგეგმილ საქართველო-უკრაინის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე მიიწვია.

ანატოლი კინახი საქარველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ბიზნესის  სფეროს წარმოამდგენლებთან და ბიზნეს ომბუცმენთან მართავს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები