ასტანში „საპარტნიორო ფონდს“, ყაზახურ კომპანია „სემურგ ინვესტსა“ და ყაზახურ ეროვნულ კომპანია „ყაზახ ინვესტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

03 ივლ 2018 0 2181

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა ყაზახეთში, ასტანაში გამართულ საერათაშორისო  საინვესტიციო ფორუმში "Kazakhstan Global Investment Roundtable“ იღებს მონაწილეობას.

საერათაშორისო  საინვესტიციო ფორუმის „Kazakhstan Global Investment Roundtable“ ფარგლებში „საპარტნიორო ფონდს“, ყაზახურ კომპანია „სემურგ ინვესტსა“ და ყაზახურ ეროვნულ კომპანია „ყაზახ ინვესტს“ შორის ხელი მოეწერა სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით,  „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში, მათ შორის, კასპიის ზღვაზე მშენებარე კურიკის პორტსა და შავი ზღვის პორტებს შორის თანამშრომლობასა და ევრაზიულ დერეფანში ლოგისტიკური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ასტანაში მიმდინარე საინვესტიციო ფორუმს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის წევრები და 500-მდე წამყვანი ბიზნეს კომპანიის ლიდერები ესწრებიან. საერათაშორისო  საინვესტიციო ფორუმი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაქიზან სანგიტაევმა გახსნა.

„Kazakhstan Global Investment Roundtable“-ის ძირითადი განსახილველი საკითხები ახალი რეგიონული ინიციატივები, საინვესტიციო სტრატეგია, ევრაზიული დერეფნის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ორიენტირებული კონკრეტული პროექტები, „აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანები, ახალი ბიზნეს პლატფორმის შესწავლა და გლობალური ეკონომიკური პოლიტიკაა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები