რესპუბლიკური საავადმყოფოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, „საპარტნიორო ფონდის“ მოთხოვნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის

18 სექტ 2018 0 2255

   

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ   ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფო) ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა. მიზეზად კლინიკაში არსებული  საფინანსო და  სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და  არასწორი მენეჯმენტი დასახელდა.

ამავდროულად, „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი - „კლინიკების განვითარების კომპანიისა“ და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მომზადდა არაერთი რეკომენდაცია კლინიკაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით. აღნიშნული კლინიკის დირექტორს ავთანდილ იმედაძეს რამდენჯერმე მიეცა გონივრული ვადა ხარვეზების გამოსასწრებლად და ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა, მათი უმრავლესობა  კლინიკის მენეჯმენტის მხრიდან, რეაგირების გარეშე დარჩა. ამ დროისთვის კლინიკის დირექტორის მიერ არ ხდება ქმედითი ღონისძიებების გატარება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საპარტნიორ ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 

კლინიკაში არსებული მძიმე ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია „საპარტნიორო ფონდის“  აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გუშინ კლინიკის თანამშრომლებს პირადად გააცნო.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები